სოფელ გომბორისა და კოჭბანის თემში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორისა და კოჭბანის თემში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მთავრობის 791-ე განკარგულების საფუძველზე განხორციელდება და სამუშაოებს შპს “გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ჩაატარებს.
კომპანიამ გაზიფიცირებისთვის საკომუნიკაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები სოფელ ვერონადან უკვე დაიწყო.