ძველ ხიბულაში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ეკლესია შენდება

ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ლაზარეს აღდგინების სახელობის ეკლესია შენდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, ტაძრის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ადგილზე გაეცნო. ტაძართან ერთად აშენდება სამრეკლო და სამრევლო სკოლა. ცნობისთვის, 2017 წელს, ხობის მუნიციპალიტეტში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ზემო ქვალონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები