კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერების პროტესტი გრძელდება – ოპოზიციის კანდიდატი დღეს კიდევ 40-მა მოქალაქემ დატოვა

“გაერთიანებულ ოპოზიციაში” პორტირებული კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები დღეს კიდევ ორმოცამდე მოქალაქემ დატომა. მათი განცხადებით, მათთვის ოქრიაშვილის “ნაცმოძრაობასთან” გაერთიანება ღალატის ტოლფასი და მიუღებელია, რადგან ეს პარტია ძველ დროში დაბრუნებასთან ასოცირდება.

„ჩვენ ვართ აქტიური მხარდამჭერები “ქართული ოცნების” და სანამ “ქართული ოცნება” იქნება ჩვენ ყოველთვის მათ გვერდში ვიქნებით. ოქრიაშვილს აღარ ვუჭერთ მხარს იმიტომ, რომ უღალატა “ქართულ ოცნებას” და გადავიდა “ნაციონალებთან“,- აცხადებს ოქრიაშვილის ყოფილი მხარდამჭერი იამზე კობაიძე.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც კახა ოქრიაშვილი ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყაროსა და წალკაში ყოფილი სამთავრობო გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა და გაირკვა, რომ ის იქნება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მისი მხარდამჭერთა რიგები პროტესტის ნიშნად, ათობით ადამიანმა დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები