ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრნობით ავრცელებს.
ინფიცირებული 84 წლის ქალი იყო, რომლის მდგომარეობაც სახლის პირობებში რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ დამძიმდა, საავადმყოფოში გადაყვანის დროს კი გარდაიცვალა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, პანდემიის გავრცელების დღიდან აფხაზეთში, საერთო ჯამში, ინფიცირების 674 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 7 ადამიანი დაღუპულია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები