აჭარაში კორონავირუსის ახალი კერა ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისი გახდა
დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაში დაფისქრიდა. ერთ-ერთი ინფიცირებული კი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისიტია. ინფიცირებული წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული და შესაბამისად, მისი კონტაქტები საკმაოდ დიდია.
პარტიის რეგიონულ ოფისში აცხადებენ, რომ ინფიცირებულს მათ პარტიის ლიდერებთან შემხებლობა არ ჰქონია, თუმცა შესაბამისი პრევენციული ზომები მაინც მიიღეს.
„მხარდამჭერია დაინფიცირებული, მასთან მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მას ლიდერებთან, შტაბთან არ ჰქონია შეხება და არც კარდაკარ მიუღია მონაწილეობა“, – განაცხადა “ნაცმოძრაობის” შტაბის ხელმძღვანელმა ლევან ანთაძემ.
ამ დროისთვის, ეპიდემიოლოგები შესაძლო კონტაქტებსა და ინფიცირების წყაროს ადგენენ.