გურიაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

გასული 24 საათის განმავლობაში, გურიაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 მათგანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვში, 1 – ლანჩხუთს დაემატა. ინფორმაცია ამის შესახებ გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ მოგვაწოდა.
“დაემატა 4 დაავადებული, სამი მათგანი ქვედა ბახვში არსებული დაინფიცირებულის კონტაქტია, ოჯახის წევრები, ლანჩხუთში დაემატა სოფელ ლესაში. მიმდინარეობს მოკვლევა, ნაწილი კონტაქტების ტესტების პასუხი იყო და ყველა მათგანი უარყოფითი გახლდათ, ნაწილის პასუხებს კი აწი ველოდებით”, – განაცხადა ნასარაიამ.
საერთო ჯამში, გურიის რეგიონში კოვიდინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები