გორში მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილის ოჯახმა შესაძლოა მედპერსონალს უჩივლოს
გორში რესტორან “ჟოზეფის” მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაცვლილი ერეკლე თედიაშვილის ოჯახის ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა. უფლებადამცველის განცხადებით, გარდაცვლილის ოჯახს კითხვები აქვს სამედიცინო პერსონალთან. მათთვის გაუგებარია თუ რატომ მოხდა მომაკვდავი პაციენტის რეაბილიტაციის ცენტრში გადაყვანა, სადაც 18 წლის მოზარდი ისე დამძიმდა, რომ სამკურნალო კლინიკაში უკან დააბრუნეს.
“კითხვები გვაქვს ექიმების მიმართ და ასევე მკურნალობის შესახებ. თავდაპირველად მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო, რატომ გადაიყვანეს რეანიმაციიდან სარეაბილიტაციო ცენტრში? ფაქტიურად, მომაკვდავი ბავშვი გაწერეს სარეაბილიტაციოდ. ორ დღეში ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და შედეგი არის უმძიმესი. ერეკლე არის დღეს გარდაცვლილი. როდესაც გაივლის უმძიმესი დღეები, ოჯახი აუცილებლად დაინტერესდება ამ საკითხებით”, – განაცხათა თამარ თედლიაშვულმა
ცნობისთვის, 10 ივნისს ერეკლე თედლიაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებული თ. კ-ს პირველი სასამართლო პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართება.