ქუთაისის ინფექციურ კლინიკას 13 კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი დაემატა. მათგან 8 ქუთაისის ე.წ. 32-ე სკოლის კლასტერს უკავშირდება, ხოლო დანარჩენი ცაგერის კონტაქტებია. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
“ჩვენს კლინიკაში კოვიდინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. დაგვემატა 13 ახალი პაციენტი და ჯამში გვყავს 30 კოვიდდადებითი. ახალი პაციენტებიდან 8 ქუთაისის, ხოლო 5 ცაგერის კლასტერია. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციური კლინიკა კვლავ კოვიდმიმღევ კლინიკად გადაკეთდა. ამ დროისთვის, კლინიკაში 14 ბავშვი და 16 მოზრდილი მკურნალიბს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები