კახეთის რეგიონში, ამ დროისთვის, კოვიდ 19 -ს ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. რეგიონიდან ბოლო 24 საათის განმავლობაში სამედიცინო ცენტრ „ციტოში“ 1069 ნიმუში გაიგზავნა და აქედან 750 სოფელ მატნიდან იყო. ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ეპიდსიტუაცია სტაბილური და კონტროლირებადია.
“კახეთიდან სამედიცინო ცენტრ “ციტოში” 1069 ნიმუში გაიგზავნა , აქედან 750 სოფელ მატნიდან, 256 გეგმიური, ხოლო 63 სოფელ ველისციხიდან არის კახეთის რეგიონში ეპიდსიტაცია სტაბილურია. მატანში ამ დრომდე გრძელდება უსაფო PCR ტესტირება და მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. რაც შეეხება სასწავლო წლის დაწყებას, ყველა სკოლამ კრიტერიუმები დააკმაყოფილა და იქ სწავლა ჩვეულებრივ განახლდა, გარდა სოფელ მატნის ორი საჯარო სკოლისა, სადაც სწავლა დისტანციური მეთოდით დაიწყო, რამდენადაც მატნის ერთ- ერთ პედაგოგს და მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ისინი ე.წ ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან“,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, დილიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის შესასვლელსა და გასასვლელში, ვირუსის პრევენციისა და დროულად გამოვლენის მიზნით, სამედიცინო კარავი ამოქმედდა, სადაც ადგილობრივებს კორონავირუსზე ტესტირება უკეთდებათ.