მალხაზ თორია: 604 გამოკვლეული ნიმუშიდან კორონავირუსზე 2 დადებითია
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 604 ნიმუში გაიტესტა, მათგან 2 დადებითია.
„ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული იქნა 604 ბიოლოგიური ნიმუში, ამათგან ორს დაუდასტურდა კორონავირუსი. გალის რაიონის სოფელ საბერიოდან იყო 45 ნიმუში, აღნიშნული ორი დადასტურებული შემთხვევა კი ე.წ. საბერიოს კლასტერს ეკუთვნის. გუშინ გვიან ღამით ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოყვანილ იქნა ერთი კოვიდინფიცირებული, რომელიც ქუთაისის კლინიკაშია მოთავსებული. რაც შეეხება რუხის საავადმყოფოს, იქ ამჟამად 65 მოქალაქეა მოთავსებული“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
ცნობითვის, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში ამჟამად, 250 ადმიანი იმყოფება.