ცაგერში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

„ცაგერის მუნიცპალიტეტში კოვიდინფექციის 12 დადასტურეულ შემთხვევას დღეს ერთი დადასტურებული შემთხვევა დაემატა“ – ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა განუცხადა. მისი განმართებით შემთხვევა ე.წ. ქორწილის კლასტერს უკავშირდება და ინფიცირებული ღრმა ეპიდემილოგიური კვლევების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
„ამ დაინფიცირებულიდან სხვაზე გადადების საშიშროება პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მკაცრად იცავდა წესებს. ჩვენ ასევე უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ კონტაქტების მოძიებას და PCR ტესტირებას“,-განაცხადა ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ ალპანის შესასვლელსა და ორბელის უღელტეხილზე განთავსებულ ბლოკპოსტებზე იმ მოსახლეობის თერმოსკრინინგი და ტესტირება გრძელდება, რომლებიც ლაჯანურის ხეობის სოფლებში გადაადგილდებიან.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტში სულ კოვიდინფიცირებულის 13 დადასტურებული შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები