რუსთავში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსთავში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ახალი ინფიცირებული ექიმია.
“დღეისთვის გვაქვს ერთი ახალი შემთხვევა რუსთავში, ინფიცირებული არის ექიმი და ის მანამდე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, შესაბამისად იგი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ეპიდკვლევა”,- განაცხადა ბეგაშვილმა.

ცნობისთავის, ბოლო 24 საათში რუსთავში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ჯამში, რუსთავში, 29აგვისტოდან დღემდე კორონავირუსის 38 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები