ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ბაღდათის მუნიციპალიტეტის 21-ვე საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციების სრული დაცვით საკლასო ოთახებში განაახლა.
წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს 235 პირველკლასელი ჰყავს, რომლებმაც სახელმძღვანელოებთან ერთად საჩუქრად ნოუთბუქები მიიღეს.
სასწავლო წლის დაწყება მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პედაგოგებს, სკოლების დირექტორებს, მოსწავლეებს და მშობლებს კორონა ვირუსის თავიდან არიდების მიზნით მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცეს და წარმატებები უსურვეს,
„განათლებული თაობა ყოველთვის იყო და რჩება ჩვენი ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად, მინდა ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცო პედაგოგებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს. განსაკუთრებით კი პირველ კლასელებს, რადგან დღეს მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. წელს პანდემიის გამო განსხვავებული ახალი სასწავლო წელი გვაქვს, დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და იმედია ამ გამოწვევბს თავს ღირსეულად გავართმევთ, წინა წლების მსგავსად 2020-2021 სასწავლო წელიც წარმატებული დ ნაყოფიერი იქნება“ .მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე წერს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის პირველ კლასელს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან სიმბოლური საჩუქრები დაურიგდა.