ქუთაისში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ყველა შემთხვევა 32-ე საჯარო სკოლას უკავშირდება და მეორადი კონტაქტია. რაც შეეხება 24-ე სკოლას, იქ ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ახალი შემთხვევა არ დაფიქირებულა ქალაქში მოწყობილ კარავში აღებული ნიმუშებიდან, თუ დინამიკა შენარჩუნდა, კარავს აიღებენ.
ჯამში, იმერეთის ლაბირატორიამ 900-მდე ტესტი აიღო.