ახალციხის სკოლებში სწავლა განახლდა – პირველკლასელები მერიისგან დასაჩუქრდნენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის 39 საჯარო და კერძო სკოლაში სწავლა დღეს განახლდა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ტრადიციულად პირველკლასელებს, განათლების სამინისტროს საჩუქართან – ახალ წიგნებთან და ნეთბუქებთან ერთად, მერიისგან სასკოლო-საკანცელარიო ნაკრებიც გადაეცემათ.

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის განახლებისათვის მზადების პროცესს გაეცნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე.

ცნობისთვის, ახალციხის მერიის საჩუქარს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 613 პირველკლასელი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები