ირაკლი ქადაგიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეთნიკურ უმცირესობით დასახლებულ სოფლებში იმყოფებოდა

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის სახელისუფლებო კანდიდატმა დღეს ეთნიკურად აზერბაიჯანული სოფლები მოინახულა.
გიორგეთის, განჯალასა და კაბალის მოსახლეობისგან ქადაგიშვილმა პრიორიტეტული საკითხები და გამოწვევები მოისმინა.
ინტერნეტი, სასმელი წყალი, შიდა გზების მოასფალტება, საბავშვო ბაღების და სპორტული მოედნების ინფრასტრუქტურის მოწყობა, ეს ის პრობლემებია, რომლის გადაჭრის გზებზეც მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ადგილობრივები მმართველ გუნდს მხარდაჭერას უცხადებენ, რაც მათ სოფლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების საფუძველზე ხდება.

“ხალხი ძალიან დაინტერესებულია და მხარდაჭერას გვიცხადებს. ეს რა თქმა უნდა გამომდინარეიბს იქიდან, რომ ბევრი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. მომავალშიც გავაგრძელებთ ყველა იმ პროექტის გაგრძელებას, რაც ამ სოფლებისთვისაა მნიშვნელოვანი. აქ სკოლის მშენებლობაა, დამცავი დამბის მშენებლობა , ეს ყველაფერი მიმდინარეობს და მომავალ წელსაც გაგრძელდება აღმშენებლობითი პროცესი”- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები