ჩხოროწყუს გაზიფიცირების პროექტი უკვე მზადაა – ტექნიკური სამუშაოები მალე დაიწყება

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია და მისი მოადგილე ჯანო პერტაია შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ სამეგრელო – გურიის ოფისის დირექტორ ვახტანგ ბერიშვილსა და ინჟინრებს შეხვდნენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ჩხოროწყუს მერიიდან აცნობეს,
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მოსახლეობის აბონენტებად რეგისტრაციისთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, გაესაუბრნენ ადგილობრივებს და გაზმომარაგების განხორციელებისთვის მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
“ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არასოდეს ყოფილა ბუნებრივი გაზი.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ აქ გაზიფიცირების მასშტაბური სამუშაოები 2019 წელს დაიწყო.
აშენდა 24 341 გრძივი მეტრი მკვებავი და ქსელის მოწყობისთვის საჭირო 68 344 გრძივი მეტრი გაზსადენი.
ქალაქის გაზიფიცირების ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. 1609 აბონენტს შესაძლებლობა მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისთვის შეღავათის გაწევის მიზნით შემცირდა აბონენტის რეგისტრაციის საფასური და ამჯერად 400 ლარს შეადგენს . როგორც შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განაცხადეს, ბუნებრივი გაზის აბონენტები ამ თანხას იხდიან ეტაპობრივად – განვადებით, თვეში 25 ლარიდან 16 თვის განმავლობაში”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მოსახლეობის გაზიფიცირების 2019-2021 წლის გეგმით გათვალისწინებულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 19 სოფლის გაზიფიცირება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები