ჩხოროწყუში კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სპეციალური ხსნარით დამუშავდა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობა და ქალაქის სამუსიკო სკოლა.
სადეზინფექციო სამუშაოებს ა(ა)იპ-ების თანამშრომლებისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფი ახორციელებს.
დეზინფექცია ჩაუტარდა სასკოლო ტრანსპორტს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლასა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
სპეციალური ხსნარით დამუშავდება ასევე სხვადასხვა კერძო და საჯარო დაწესებულება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები.