გურიაში 3 სკოლის გარდა სწავლა ყველგან ჩვეულ რეჟიმში დაიწყება

გურიაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება, გარდა იმ რამდენიმე სკოლისა, რომლის პედაგოგებსაც კორონავირუსი აღმოაჩნდათ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ზოტის და ჩხაკაურასა და ოზურგეთში ქვედა ბახვის საჯარო სკოლებში პირველ ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურად დაიწყება.

“ლანჩხუთის ყველა სკოლა, სასწავლო პროცესს იწყებს საკლასო ოთახებში.
ჩოხატაურის ყველა სკოლაში, გარდა ზოტის და ჩხაკაურას საჯარო სკოლისა, სწავლა დაიწყება ჩვეულებრივ რეჟიმში, ანუ საკლასო ოთახებში. ზოტი და ჩხაკაურა სწავლას 1 ოტომბრამდე დაიწყებს ონლაინ რეჟიმში, ხოლო 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი გადაინაცვლებს საკლასო ოთახებში”, – განაცხადა ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა იმედაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები