ცაგერის 6 საჯარო სკოლაში სწავლა დისტანციურად განახლდება
„ცაგერის მუნიციპალიტეტში 26 საჯარო სკოლიდან, ლაჯანურის ხეობის 6 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში განაახლებს,-ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება დროებითია და შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შედეგები იქნება ცაგერში, უახლოს მომავალში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.
„დროებითი ღონისძიებაა, ეპიდემიოლოგიური კვლევები დღემდე მიმდინარეობს, ადამიანები ამ ხეობიდან თვითიზოლაციაში იმყოფებიან ველოდებით ტესტების პასუხსაც, ამიტომ პროგნოზების გაკეთება ძნელია“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ 19 სკოლაში კი სწავლა 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში დაიწყება. განათლების სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით, ყველა მათგანში დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები და ჯანმო-ს რეკომენდაციები.