ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ბოლნისის მერიამ სკოლებს საჩუქრად წიგნები გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა საჯარო და კერძო სკოლას 28 დასახელების მხატვრული ლიტერატურა შეუძინა.

ქალაქ ბოლნისის N5, სოფელ ბოლნისისა და სოფელ ტალავერის N1 საჯარო სკოლებს მერმა წიგნები პირადად გადასცა.

აღნიშნული აქციის მიზანი მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული სკოლების ბიბლიოთეკების ფონდის გაზრდა და მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციაა.

,,ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მერიამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედ ყველა საჯარო და კერძო სკოლას საჩუქრად მხატვრული ლიტერატურა გადასცა. ვფიქრობ, ეს ჩვენი სკოლების ბიბლიოთეკების ფონდს უდავოდ გაამდიდრებს. იმედი მაქვს, რომ მოსწავლეები ამ შესანიშნავ ნაწარმოებებს აქტიურად გაეცნობიან. მინდა თოთოეულ მოსწავლეს სკოლის დაწყება მივულოცო და მათ წარმატებული სასწავლო წელი ვუსურვო. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს განათლებას და ვფიქრობთ, განათლებული და ერუდირებული ახალი თაობისთვის აუცილებელია ახალგაზრდებში მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები