ქუთაისში მდგმურებმა ბინა გაძარცვეს

ქუთაისში, გრიგოლ აბაშიძის ქუჩაზე ბინა გაქურდეს. საქმეში ახალგაზრდა ქალები ფიგურირებენ. ადგილობრივების თქმით, ბინა სამი კვირის გაქირავებული იყო და სავარაუდოდ, მდგმურებმა გაქურდეს. ისინი ბინის პატრონს და მეზობლებს როგორც რძალ-მული ისე გაეცნენ, თუმცა ნათესავები არ ყოფილან. წაღებულია ავეჯი და ტექნიკა.

ადგილობრივების თქმით, ერთერთი ქალი პოლიციამ წაიყვანა, დაკავებულია თუ არა არ იციან. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფირმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები