შიდა ქართლიდან ლუგარში გადაგზავნილი 369 ნიმუშიდან 300 ე.წ. ქიწნისის კლასტერს ეკუთვნის

შიდა ქართლის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში 369 სატესტო ნიმუშია გადაგზავნილი, აქედან 300 სოფელ ქიწნისის მეურნეობაში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებიდანაა.
აღნიშნული ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.
“ეპიდაფრთქების კერაში მყოფი დადასტურებული შემთხვევების 300 კონტაქტი უკვე გამოვლენილია. იქ დღეს დილიდან ეპიდემიოლოგთა 5 მობილური ჯგუფი მუშაობდა.სულ დღეს შიდა ქართლიდან 369 ნიმუში იგზავნება,აქედან 300 არის დადადტურებული შემთხვევების კონტაქტები და 69 სავალდდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პირები.” – განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა
ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით კოვით19-ით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. 46 პირი კი  თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები