კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგებს ამჯერად წალკელები ტოვებენ. 20-მდე ადგილობრივის განცხადებით, “ნაცმოძრაობის” მმართველობა დღემდე ახსოვთ და არ სურთ ძველ დროში დაბრუნდნენ.
როგორც ადგილობრივი ზურაბ გოგიტიძე “რეგიონულ კვირასთან” საუბრობს, “ნაციონალური მოძრაობის” დროს წნეხის და ძალადობის ქვეშ იყო ხალხი.
„დღეს წალკაში მცხოვრებმა ოცმა მოქალაქემ დავტოვეთ ოქრიაშვილის ამომრჩეველთა რიგები. დღემდე დიდ პატივს ვცემდით მას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ადრე იყო “ნაციონალი” და ისევ “ნაციონალებთან” დაბრუნდა, ჩვენ არ გვინდა ეგეთი მაჟორიტარ,ი რომელიც არის მერყევი“,- აცხადებს ზურაბ გოგიტიძე.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც კახა ოქრიაშვილი ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყაროსა და წალკაში ყოფილი სამთავრობო გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა და გაირკვა, რომ ის იქნება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მისი მხარდამჭერთა რიგები პროტესტის ნიშნად, არაერთმა ადამიანმა დატოვა.