ხობში აქტიური რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ეროვნული გვარდიის რეზერვისა და მობილიზაციის განყოფილების უფროსმა, მაიორმა ფრიდონ მახარაძემ და ეროვნული გვარდიის სენაკის რეკრუტთა ცენტრის უფროსმა, კაპიტანმა ზაალ გარუჩავამ ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ამის შესახენ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიული რეზერვის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

“ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები 18-50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვისტთან 5 წლიანი კონტრაქტი გაფორმდება და მას სამოქალაქო სამსახური შეუნარჩუნდება. საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში შეადგენს არაუმეტეს 45 დღისა. მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარია.18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტები, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გავლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ”, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები