ზუგდიდში საჯარო სკოლების ტრანსპორტს დეზინფექცია ჩაუტარდა

ზუგდიდში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, დღეს დეზინფექცია საჯარო სკოლის იმ ტრანსპორტს ჩაუტარდა, რომლებიც  მოსწავლეების გადაადგილებას უზრუნველყოფენ.
სამუშაო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა, რესურსცენტრის უფროსთან კახაბერ ფარცვანიასთან ერთად გაეცნო.
გიგა ფარულავას თქმით, საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობის შემოწმებას მერიის შესაბამისი სამსახური რესურცენტრთან ერთად.
„ჩვენთვის მნიშნელოვანია თითოეულმა მოსწავლემ და პედაგოგმა თავი უსაფრთოდ იგრძნოს, ამისთვის მერია ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს“, – აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ.

საჯარო სკოლებში აქტიურად მუშაობენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დასაცავად, სკოლებში მოწმდება დეზობარიერები და სადეზინფექციო ხსნარებისა პირბადეების მარაგი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები