ნათია მეზვრიშვილი: ახმეტის, ჩოხატაურისა და გორის მუნიციპალიტეტების გასასვლელ-შესასვლელებში ბლოკპოსტები განთავსდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ქვეყანაში სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება.

მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობა სიტუაციას სრულად აკონტროლებს.

“დღეს სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა არის გაცილებით მომზადებული. თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სრული კარანტინის, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება. მთავრობა სიტუაციას აკონტროლებს. მაგრამ, ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ამიტომ სიფრთხილე საჭიროა, აუცილებელია დისტანცია, პირბადეების ტარება”, -თქვა მეზვრიშვილმა.

ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, გარკვეულ ადგილებში, სადაც ვირუსის მაღალი გავრცელების საშიშროებაა, შეზღუდვები პრევენციის მიზნით მაინც წესდება.

“ვაწესებთ შეზღუდვებს იქ, სადაც ლოკალურად არის საჭირო. საზოგადოებამ შრომის ინსპექციას ხელი უნდა შეუწყოს და წესები მაქსიმალურად დაიცვას.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ქიწმისთან, დაემატება საკონტროლო პუნქტები,  შესასვლელ -გასასვლელები დაექვემდებარება ტესტირებას.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჟოს გადაწყვეტილებით, ამ სოფლებში სწავლა 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში,”- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები