ნინო ნიჟარაძე: აჭარაში დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, თუმცა უკონტროლობა და პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის
აჭარაში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია, მოწმდება ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხდება მათი კონტაქტების დადგენა, – ამის შესახებ აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტების მკურნალობის პროცესში 6 სამედიცინო დაწესებულება ჩაერთო. ბათუმის ხუთ პოლიკლინიკასა და ორ კარავში უფასო PCR ტესტირება ტარდება
„რეგიონში დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, თუმცა უკონტროლობა და პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის. შემთხვევების დიდი ნაწილი ჩვენს არეალშია, ძირითადი ნაწილი მსუბუქი დინამიკით და უსიმპტომოდ ხასიათდება. პაციენტების თითქმის უმრავლესობა უკვე ჰოსპიტალიზებულია”, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
მინისტრის განმარტებით, საავადმყოფოს შემდგომი მეთვალყურეობის ზონისთვის 350 საწოლი გამოიყო. საჭიროების შემთხვევაში მობილიზებული იქნება 600-მდე საწოლი.
„ჩვენ უკვე ავამუშავეთ სააავადმყოფოს შემდეგი მეთვალყურეობის ზონა, სადაც სამედიცინო ბრიგადა ახორციელებს პაციენტების მეთვალყურეობას. ასევე, გამოვნახეთ დამატებითი საწოლები. გასული ორი დღის განმავლობაში ჩვენთან ერთად მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტრო და რეგულირების სააგენტო. 350 საწოლი იდენტიფიცირებულია აღნიშნული პირებისათვის, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ პროტოკოლში გარკვეული ცვლილებები შევიდეს, მ შემიძლია ვთქვა, რომ არცერთი დაავადებული არ იქნება ყურადღების მიღმა”, -განაცხდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა