ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში სასწავლო პროცესი ხვალ არ დაიწყება. მიზეზი სოფელში, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ერთი დაინფიცირებული პედაგოგი გახდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჟურნალისტებთან განაცახადა, პედაგოგის კონტაქტების კვლევა აქტიურად მიმდინარეობს და სასწავლო წლის დაწყების თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.
“მატანაში შექმნილი ეპივითარების გამო სასწავლო პროცესი ხვალიდან აღარ დაიწყება და ის გაურკვეველო ვადით გადაიდო, დაინფიცირებული პედაგოგის ოჯახიდან 10 თვის ბავშვს და ორსულს დაუდასტურდა ვირუსი. ეს ქალბატონი გორში ქორწილში იმყოფებოდა და სწორედ ე.წ ქორწილის კლასტერს ეკუთვნის”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისი თქმით, კახეთში სამი ე.წ. კლასტერი გამოიკვეთა და ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში კოვიდ 19 -ის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 5 – ლაგოდეხის და 7 გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან.
ყველა ადგილზე ეპიდემიოლოგთა ჯგუფი აქტიურად მუშაობს.
“სასაზვრო პოლიციის თანამშრომლოა ახლოკონტაქტებიდან 4 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. დროულად მოხდა ეპიკვლევა, შესაბამისად, ლაგოდეხში ვირუსის ფართო გავრცელებას არ ველოდებით. ე.წ ველისციხის კლასტერიდან 35 ნიმუში გაიგზავნა და ლაბორატორიულად ოჯახის 5 წევრს ორგანიზმში ვირუსის არსებობა დაუდასტურდა, მათ შორის სამ მცირეწლოვან ბავშვს. ამ შემთხვევაში წყაროს დადგენა ვერ ხერხდება. მატანში სულ 11 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის kocid -19 10 თვის ბავშვს და ორსულ ქალს დაუდასტურდა”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ვირუსის პრევენციის და დროულად გამოვლენის მიზნით, სამედიცინო კარავი დღეს დილიდან ამოქმედდა.