სამტრედიაში კონსტიტუციის ქუჩაზე და ახალსოფელში გზა დაიგო
სამტრედიაში, კონსტიტუციის ქუჩაზე და ახალსოფელში ე.წ. ,,ტუტა მიწას” დასახლებაში, ასფალტ-ბეტონის გზა დაიგო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ლოკაციებზე კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა.
დასრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და ადგილობრივებს გაესაუბრნენ.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა აღნიშნეს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასფალტ-ბეტონის გზა ეტაპობრივად ყველგან დაიგება.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ინდიკო”-მ შეასრულა და ის რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდა.