აჭარაში პოლიციის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარაში პოლიციის სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაინფიცირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის 2, ხოლო საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელი.

უწყების ცნობით, თანამშრომლების ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი.

“ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები.

სამივე პოლიციელის მკურნალობა მიმდინარეობს კლინიკაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები