ახმეტაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევაა – სოფელ მატანში პოლიციის ბლოკპოსტი მოეწყო

ახმეტის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19 -ის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც სოფელ მატანის შესასვლელში სამედიცინო კარავი განთავსდა. პრევენციის და ვირუსის დროულად გამოვლენის მიზნით, სოფლის ყველა მცხოვრებს სამედიცინო კარავში თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ.
სოფელ მატანში ვითარებას ადგილზე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გაეცნო. ირაკლი შიოშვილის განცხადებით, სოფელ მატანსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამ დროისთვის არ იგეგმება და საჯარო სკოლებიც ახალ სასწავლო წელს ხვალიდან დაიწყებენ.

“სოფელ მატნიდან გამომსვლელი მოქალაქეები გადიან ტესტირებას, ამ დროისთვის ტესტი გავლილი აქვს 100 ზე მეტ მოქალაქეს, სავალდებულო არ გახდება ტესტირება, ნებაყოფლობითია მხოლოდ, ასევე კახეთის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლა ხვალიდან დაიწყებს სასწავლო პროცესს,”- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

სოფელ მატანში კორონავირუსის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 11 სექტემბერს გავრცელდა. დაინციფირებულ მამაკაცს 5 სექტემბერს ქორწილი გორში ჰქონდა და სოფელში დაბრუნებისას PCR ტესტის საფუძველზე კორონავირუსი დაუდგინდა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ მატანში სტუმრად იმყოფებოდა თბილისში მცხოვრები და წარმოშობით ახმეტის სოფელ აწყრიდან დაინფიცირებული ექიმი, რომელსაც კორონავირუსი 8 სექტემბერს დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგთა ჯგუფი დაინფიცირებული მოსახლეობის კონტაქტებს აქტიურად სწავლობენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები