ქუთაისში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევებიდან ყველა 32-ე სკოლის კლასტერს უკავშირდება.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქუთაისში დინამიკა შემცირებისკენ მიდის.
“დღეს ქუთაისში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გვაქვს. ყველა მათგანის ინფიცირების წყარო ცნობილია. დინამიკა მცირდება, რაც ძალიან კარგია. ამ დროისთვის, ქუთაისში სამასამდე საწოლი მომზადდა და ინფიცირებულ პაციენტებს რამდენიმე კლინიკა მიიღებს”, – განაცხადა შალამბერიძემ.
24 საათის განმავლობაში ქუთაისის ლაბორატორიაში 1134 ნიმუში შემოწმდა.