გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთში მორიგი მატჩი გაიმართა

12  სექტემბერს ხაშურის სოფელ ცხრამუხის სტადიონზე,  ფეხბურთში გოგონებს შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი ჩატარდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხაშურის სპორტსკოლიდან აცნობეს. 

მათი ინფორმაციით, ერთმანეთს ხაშურის “ივერია”  და გორის  “იუნაიტედი”  ეხვდა.

“ეს შეხვედრა წარუმატებული აღმოჩნდა ხაშურის “ივერიის” გოგონებისათვის, შეხვედრა  სტუმარი გუნდის გამარჯვებით  დასრულდა, ანგარიშით – 0:3

ხაშურის გოგონათა გუნდის მთავარი მწვრთნელი თემური კობერიძეა.

წარმატებებს  ვუსურვებთ შემდეგ ასპარეზობებზე ხაშურის ,”ივერიის” გოგონათა გუნდს”, – ნათქვამია ხაშურის სპორტსკოლის განცხადებაში. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები