ქუთაისში კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში კლინიკა “ბომონდი” ჩაერთო

ქუთაისში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში კლინიკა “ბომონდი” ჩაერთო. დადასტურებული კოვიდ 19-ით კლინიკის სტაციონარში გვიან ღამით 11 პაციენტი მოათავსეს.

პაციენტებიდან 4 ზრდასრულია, ხოლო შვიდი ბავშვია. ინფიცირებულებს შორის არის ორსული ქალიც. 11 პაციენტიდან 10 ქუთაისიდანაა, ხოლო ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში ქობულეთიდან გადაიყვანეს. ამ დროისთვის ინფიცირებულებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

კლინიკა “ბომონდში” კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურითა და ბოქსირებული პალატებით აღჭურვილი ერთი კორპუსი გამოიყო. აღნიშნულ კორპუსს სპეციალურად გადამზადებული პერსონალი ემსახურება. კლინიკის სხვა ნაწილში გეგმური თუ გადაუდებელი აუცილებლობით შესული პაციენტების მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები