ფოთში კორონავირუსი ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა
ფოთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცია. იგი თბილისში იმყოფებოდა, სადაც კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან. მათივე ინფორმაციით, მამაკაცმა კვლევის ჩასატარებლად ლაბორატორიას თავად მიმართა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ზინაიდა გაგუას ინფორმაციით, ამ ეტაპზე მამაკაცის 25 კონტაქტია მოძიებული.
„კორონავირუსი დაუდასტურდა 24 წლის ბიჭს, რომელიც იყო თბილისში და კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან. კლინიკური გამოვლინება ძალიან სუსტი სიმპტომატიკით აქვს, მშრალი ხველა და ყელის ტკივილი. თვითონ მიმართა გამოსაკვლევად ლაბორატორიას. კონტაქტების გამოკვლევა დავიწყეთ, ჯერჯერობით სრულად არ არის მოკვლეული, მაგრამ თითქმის 80%, ანუ დაახლოებით 25 ადამიანი გამოვიკვლიეთ, მათი პასუხები ხვალ დილით გვეცოდინება“, – განაცხადა ზინაიდა გაგუამ.