გურიაში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ განაცხადა.
“დღეს დაფიქსირდა კიდევ ხუთი შემთხვევა, ერთი არის ლაითურიდან. ლაითურის ციხეში მუშაობს და ბათუმელია, რაც შეეხება დანარჩენ ოთხ შემთხვევას, ორი ჩოხატაურიდან არის, ორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვიდან. ოთხივე მათგანი პედაგოგია. ისინი ახლა გადაყავთ შესაბამის კლინიკებში”, – განაცხადა მჟავიამ.
დღევანდელი მონაცემებით, გურიაში კორონავირუსის 23 შემთხვევა ფიქსირდება.