შიდა ქართლში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 8-ით გაიზარდა
კორონავირუსით დაინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა შიდა ქართლის რეგიონში. როგორც ” რეგიონულ კვირას ” დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა ეკა ქორჩილავამ განუცხადა, დაინფიცირებულ პაციენტთა უმეტესობა გორში გამართული ქორწილის კონტაქტებს უკავშირდება.
“შიდა ქართლში კოვიდ19-ის 8 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ისინი თბილისსა და კახეთში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან და გორში გადახდილ ქორწილს უკავშირდებიან. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ახალა მათი კოვიდკლინიკებში გადაყვანა მიმდინარეობს. დილიდან კი ეპიდემიოლოგები ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოვლენას და ღრმა ეპიდკვლევას დაიწყებენ, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ნიმუშების აღება და ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნა. სულ შიდა ქართლიდან 12 სექტემბერს 137 ნიმუში იყო გაგზავნილი, მათ შორის იყვნენ სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პირებიც”,- განაცხადა ეკა ქორჩილავამ.
დღეის მდგომარეობით, შიდა ქართლის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში 30 ნიმუშია გადაგზავნილი ,რომელთა პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.