ქუთაისში “პატრიოტთა ალიანსის” წინასაარჩევნო შეხვედრა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
სამოქალაქო აქტივისტები ცდილობდნენ პარტიის ერთ-ერთი ლიდერისთვის, გიორგი ლომიასთვის პუტინის გამოსახულებითn სტიკერი გადაეცათ. ლომიას კითხვას უსვამდნენ, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, სწორედ ეს მცდელობა გადაიზარდა სიტყვიერ დაპირისპირებაში.
ადგილზე აქტივისტებმა ბანერიც მიიტანეს, წარწერით “რუსული ბორში პრორუსებისთვის” და “პატრიოტთა ალიანსის” შეხვედრაზე მოსულებს კერძს ურიგებდნენ.
ცნობისთვის, პატრიოტთა ალიანსმა ქუთაისში საარჩევნო სიის პირველი ოცეული და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.