“ადრე ძმაც მოუკლეს, თვითონ ნორმალური ბიჭი იყო” – დეტალები გორში მომხდარი მკვლელობის შესახებ

“რეგიონული კვირისთვის”  ცნობილი გახდა, რომ გორში მოკლული მამაკაცი ელექტოფიკაციის დასახლებაში მცხოვრები 38 წლის გ.თ -ა. როგორც “რეგიონულ კვირას ” გარდაცვლილის ახლობელმა განუცხადა, მისი ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
“როგორც გავიგეთ ეზოში მოსვლია ჩხუბი ვისთან არ ვიცი. ადრე ძმაც მოუკლეს. თვითონ ნორმალური ბიჭი იყო. ბოლო პერიოდში ტაქსაობდა კიდეც. რომ დაუჭრიათ ადგილზევე დაიღუპა სანამ საავადმყოფოში გადაიყვანდნენ”, – განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა
შეგახსნებეთ, მკვლელობა გორში დღეს, დილით მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციიტ,  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები