ირაკლი ქადაგიშვილი: მოსახლეობას რწმენა აქვს, რომ ჩვენი ნათქვამი სიტყვა, დადებული პირობა, როგორც აქამდე, ისე მომავალშიც შესრულდება

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ირაკლი ქადაგიშვილი დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების – ალავერდის, კოღოთოს, ოჟიოს და ჩაბინაანის მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივებმა მმართველი გუნდის კანდიდატს არსებული პრობლემები გააცნეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

ძირითად გამოწვევად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობამ სასმელი წყლის პრობლემა და საგანმანათლებლო კუთხით მოსაგვარებელი საკითხები განიხილეს.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის აზრის მოსმენა და ერთად პრიორიტეტული პრობლემების გზების გადაჭრის გამოკვეთა.

,,შეხვედრები საინტერესოდ მიმდინარეობს. მოსახლეობას ინტერესი აქვს იმასთან დაკავშირებით, რაც უკვე გაკეთებულია და რა თქმა უნდა, აინტერესებთ მომავალში მათი კონკრეტული სოფლისათვის რა გაკეთდება.
ძალიან პროდუქტიული საუბრები გვაქვს.
მათ სჯერათ და რწმენა აქვთ, რომ ჩვენი ნათქვამი სიტყვა, დადებული პირობა, როგორც აქამდე, ისე მომავალშიც შესრულდება”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეხვედრებზე, ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი აქტივობები მაჟორიტარობის კანდიდატების მხრიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოფლებში იმ პრიორიტეტული პრობლემების გამოკვეთაში და მოგვარებაში, რა ყოფითი გამოწვევების წინაშეც მოსახლეობა დგას.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები