შიდა ქართლში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა კიდევ 37 დევნილ ოჯახს გადაეცემა
შიდა ქართლში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა კიდევ 37 დევნილ ოჯახს გადაეცემა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, დევნილი ოჯახები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობებში იცხოვრებენ.
„ამ ეტაპზე, მონიტორინგის ჯგუფები შიდა ქართლის რეგიონში ადგილზე სწავლობენ ყველა იმ ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს, რომლებსაც მინიმუმ 2.5 ქულა მიენიჭათ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალი მიდგომის თანახმად, თუ არსებული ბინების რაოდენობა საკმარისი არ იქნება, დევნილ ოჯახებს ადმინისტრაციულ დაპირებას გადავცემთ და მათთვის საცხოვრებელ ფართებს უახლოეს მომავალში შევისყიდით“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.