მალხაზ თორია: 357 გამოკვლეული ნიმუშიდან კორონავირუსზე 8 დადებითია
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 357 ნიმუში გაიტესტა, მათგან 8 დადებითია, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.
„მშობლები 9 თვის ბავშვთან ერთად, 7 სექტემბერს, ენგურის გავლით გადმოვიდნენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ისინი იმყოფებოდნენ ანაკლია- განმუხური საკარანტინე სივრცეში. ბავშვის დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე, უცნობია. რაც შეეხება დანარჩენ 7 კოვიდინფიცირებულს, ისინი ე.წ საბერიოს კლასტერს ეკუთვნიან. მათგან ნაწილი ენგურჰესის თანამშრომელია, ხოლო ნაწილი მათი კონტაქტებია“,- განაცხადა მალხაზ თორიამ.
ცნობითვის, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში ამჟამად, 110 ადმიანი იმყოფება, ხოლო 280 თვითიზოლაციაშია.