ზუგდიდში „კოვიდ19“-ზე 70 ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს – ყველა მათგანი უარყოფითია
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდში კორონავირუსზე 70 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
გამოკვლეულ პირთა შორის არიან – ცხელების ცენტრების ცხრა პაციენტი, სამედიცინო სფეროს სამი წარმომადგენელი, 12 პირი კარანტინიდან, თვითიზოლაციიდან ერთი პირი, 45 საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი.
გამოკვლეულთა შორის კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა, ხოლო ერთი პაციენტი რუხის კლინიკიდან, რომელსაც დადასტურებული კოვიდინფიცირებულია, შუალედური ტესტირებით, ვირუსზე კვლავ დადებითი პასუხი აქვს.
საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში ამ დროისთვის, 60 კოვიდინდიცირებული პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 8 არასრულწლოვანია.