კახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრები დაინფიცირებული მამაკაცის 2 კონტაქტს, კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, მამაკაცის მშობლებზე ტესტირების პასუხი გუშინ, გვიან ღამით გახდა ცნობილი, რაც შეეხება დანარჩენ კონტაქტებს, ადგილზე ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

“ახმეტის მუნიციპალიტეტში სადაც უკვე გვქონდა ერთი დადასტურებული შემთხვევა, მის ახლო ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ თბილისში დადებითი შედეგი.
გუშინ გვიან ღამით მივიღეთ ამის შესახებ ინფორმაცია.
ჯგუფი მუშაობს და ყველა კონტაქტს იკვლევენ”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

კოვიდ 19 დაუდასტურდა ასევე ლაგოდეხში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ახალსოფლის ჯგუფის უფროსს, რომელიც აჭარის რეგიონში მცხოვრებია. თუმცა ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, დაინფიცირებულ მამაკაცს
სასაზვრო პოლიციის მე-5 სამმართველოს მე-4 სექტორში კონტაქტი არავისთან ქონია.

“მამაკაცს უშუალო კონტაქტები თითქმის არ აქვს, თუმცა მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ აჭარაში და მათ კონტაქტებს იკვლევს ლაგოდეხის ეპიდემიოლოგიური სამსახური.
მეტს ვერაფერს მოგახსენებთ, იმიტო,მ რომ ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობის პროცესშია,”- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

კახეთის რეგიონში ბოლო 3 დღის განმავლობაში კორონავირუსის 6 შემთხვევა გამოვლინდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები