კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევიდან 16 იმერეთში გამოვლინდა. ჯამში, გუშინ 1082 ნიმუშის ტესტირება განხორციელდა იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში. სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, 16-დან 15 შემთხვევა ქუთაისის არსებული ე.წ. სკოლის კლასტერის კონტაქტებია, მხოლოდ ერთის უცნობია. რაც შეეხება კარავს, იქ შემოწმებულ არცერთ ანალიზზე კორონა არ დადასტურებულა.