აჭარაში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსის 88 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბათუმსა და ქობულეთში სპეციალურად განთავსებულ კარვებში, ასევე კლინიკებში გასული 24 საათის განმავლობაში 2025 PSR ტესტი ჩატარდა. კარანტინის რეჟიმში 2932 პირი იმყოფება.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში მკურნალობას 136 პირი გადის. ხოლო მედალფასა და ინფექციურის კლინიკებში 63 პაციენტი მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები