რუსთავში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსთავში კორონავირუსის 1ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” “ცხელების ცენტრის” ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ინფიცირებულს ურეკში მოგზაურობის ისტორია აქვს. ამ დროისთვის, ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
” გუშინ გვიან ღამით მოგვივიდა პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან. მამაკაცს დაუდასტურდა კორონავირუსი, ამ ეტაპზე, დეტალებს და კონტაქტებს ვარკვევთ”, – განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.
ცნობისთვის, რუსთავში, 29 აგვისტოდან დღემდე კორონავირუსის 30 შემთხვევა გამოვლინდა.