ქობულეთის მერიის თანანშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” მერიაში დაუდასტურეს.
მათი თქმით, ინფიცირებული პირის ყველა კონტაქტი მოძიებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ოჯახის წევრები კი საკარანტინე სივრცეში არიან გადაყვანილები.
მერიაში ამბობენ, რომ ინფიცირებული თანამშრომელი ათი დღის განმავლობაში დისტანციურად მუშაობდა და თანაშმრომლებთან შეხება არ ჰქონია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია, მას კორონავირუსი ძმისგან გადაედო, რომელიც ბათუმში ქორწილში იმყოფებოდა.