ზესტაფონში, „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ხატვის კონკურსი გაიმართა
ზესტაფონში, „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, სამხატვრო სკოლაში ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით ხატვის კონკურსი გაიმართა. პროექტში 20 მოზარდი იღებდა მონაწილეობას. დამწყებმა მხატვრებმა სამხატვრო გალერეაში, თავისუფალ თემაზე შექმნილი ესკიზები გამოფინეს.
გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა. დავით კახიძეს, ნინო შველიძესა და მარიამ სახვაძეს ფულადი ჯილდო გადაეცათ, 6 მოზარდს კი წამახალისებელი პრიზები.
კონკურსს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი ვასილ გველესიანი დაესწრნენ. კონკურსის ბოლოს, ნიკოლოზ ჩიქოვანმა, ერთ-ერთი მონაწილისგან – ქეთევან ღონღაძისგან ნამუშევარი შეიძინა.
„ჯორჯიან მანგანეზი“ ახალგაზრდების ხელშეწყობისა და მათი მოტივაციის ამაღლების მიზნით, მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. ხატვის კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო ესკიზები კი, იგეგმება, რომ სამომავლოდ, ზესტაფონში, ქალაქის კედლებზე განთავსდეს.